ექსპერტებმა გამოთვალეს რამდენი მანქანაა გზებზე მთელს მსოფლიოში და გამოავლინეს უმსხვილესი ავტომობილების ბაზრები. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
2020 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში 1 მლრდ 180 მლნ მანქანაა. ამასთან, 2021 წელს მსოფლიოში 80,2 მლნ ავტომობილი იქნა წარმოებული, რაც 3%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით.
2022 წელს ჩინეთი რჩება ლიდერად ქვეყნებს შორის ექსპლუატაციაში მყოფი ყველაზე მეტი მანქანების რაოდენობით. ჩინეთის გზებზე 273,4 მილიონზე მეტი მანქანა მოძრაობს.
მეორე ადგილს იკავებს შეერთებული შტატები 116,3 მილიონი ავტომობილით. 2021 წელს ქვეყანაში 9,167 მილიონი ახალი ავტომობილი იწარმოებოდა.
იაპონია მესამე ადგილზეა, სადაც 62,2 მილიონი მანქანაა დადის.
ავტოპარკის რაოდენობით მეოთხე ადგილს რუსეთი იკავებს. ქვეყანაში 49,2 მილიონი მანქანით.
გერმანია მეხუთე ადგილზეა 48,2 მილიონი მანქანით.