ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის რუსეთსა და უკრაინაში ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

უწყების ცნობით, ჩინელი დიპლომატი ვიზიტს 15 მაისს დაიწყებს და ტურნეს ფარგლებში ჩავა უკრაინაში, პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და რუსეთში.