ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის მონაცემებით, მარტის ბოლოს ჩინეთში კერძო საწარმოების რაოდენობამ 49 მილიონს გადააჭარბა.
ისინი ქვეყანაში არსებული კომპანიების მთლიანი რაოდენობის 92,3%-ს შეადგენდნენ.
დაახლოებით 2,039 მილიონი ახალი კერძო საწარმო შეიქმნა პირველ კვარტალში, რაც 10,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იტყობინება ჩინური სააგენტო Xinhua.
მათ შორის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა იმ ინდუსტრიებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ COVID-19 პანდემიის დროს. „სასტუმრო ბიზნესისა და კვების“ სფეროში ახალი კომპანიების რაოდენობა 35,7%-ით გაიზარდა, „გაქირავებასა და ბიზნეს მომსახურებაში“ - 15,5%-ით.