აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,9 მილიონი ბარელით გაიზარდა და 458,1 მლნ ბარელი შეადგინა.
ამავდროულად, ბენზინის მარაგები შემცირდა 2,5 მილიონი ბარელით და 219,5 მლნ ბარელი შეადგინა.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 4,8 მილიონი ბარელით და 118,2 მლნ ბარელი შეადგინა.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში დღეში 200 ათასი ბარელით შემცირდა და დღე/ღამეში 12,2 მლნ ბარელი შეადგინა.