მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები ისევ იზრდება. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბოლო მონაცემით 74 დოლარია, WTI Crude-ის ღირებულებამ კი 69 დოლარი შეადგინა.

მიუხედავად ამისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი 35%-ითაა შემცირებული.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟაზე ბარელი Urals-ის ფასი 55,35 დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 4.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.  ეს პარასკევის ბოლო სავაჭრო სესიაზე დაფიქსირებული ფასია, რაც დაჯგუდება "ვაგნერის" აჯანყების ზეგავლენას არ ითვალისწინებს.

ძვირდება ბუნებრივ აირიც,  ერთ დღეში ევროპული გაზის ფასი 12%-ით გაიზარდა და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულებამ 36 ევროს მიაღწია.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 3,83 მილიონი ბარელით და შეადგინა 463,293 მლნ ბარელი.