2023 წლის პირველ ნახევარში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენზე გადაქაჩული ნავთობის მოცულობამ 15 მილიონ 25,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6,5%-ით მეტია 2022 წლის 6 თვის მაჩვენებელზე, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

იანვარ-ივნისში აზერბაიჯანის ყველა მაგისტრალური ნავთობსადენით ტრანსპორტირებული ნედლეულის მთლიანი მოცულობიდან ნავთობის 76,5% ბთჯ-ის მილსადენით გადაიქაჩა.

გამოცემა წერს, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში ბთჯ-ის მილსადენით გადაზიდული მთლიანი ნავთობის 83,7% ანუ 12 მილიონ 570,2 ათასი ტონა (ზრდა 7%-ით - IF) აზერბაიჯანულ ნავთობზე მოდიოდა.

2023 წლის იანვარ-ივნისში ბთჯ-ის მილსადენით ტრანსპორტირებულ ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან სატრანზიტო ნავთობის წილმა შეადგინა სატუმბი მთლიანი მოცულობის 16,3%, ანუ 2 მილიონ 455,2 ათასი ტონა (ზრდა 4%-ით - IF).

2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით ამოტუმბული ნავთობის მოცულობამ შეადგინა 29 მილიონ 749,6 ათასი ტონა (ზრდა 12,6%), მათ შორის 5 მილიონ 103,9 ათასი ტონა სატრანზიტო ნავთობი (ზრდა 41,8%).

დღეისათვის ბთჯ-ის მილსადენით ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნეშლის საბადოების ბლოკიდან და შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატი, ასევე SOCAR-ის ნავთობის ამოტუმბვა ხდება. ნავთობი ასევე მიედინება BTC-ით კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებიდან.

მილსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.