დიდ ბრიტანეთში მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

ლონდონში ჰაერის ტემპერატურამ 35 გრადუსს მიაღწია.

ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ და თავი შეიკავონ მზის აქტიურ მონაკვეთში შენობიდან გასვლისგან.

წლის წინა მაქსიმალური ტემპერატურა 33.2 გრადუსი ცელსიუსი იყო, რომელიც 21 ივნისს ჩარლვუდში, სურეის შტატში დაფიქსირდა.

1tv.ge