კომპანია მალდივის კუნძულებზე მსოფლიო დონის სანაპირო ზოლისა და იახტ-კლუბის (მარინას) შექმნას გეგმავს.
მალდივის რესპუბლიკის მთავრობამ და კომპანია Eagle Hills-მა ხელი მოაწერეს კომერციულ შეთანხმებას „Maldives Waterfront and Marina“ განვითარების შესახებ. პროექტი რა-მალეს (Ras Malé) რეგიონში განხორციელდება და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური დეველოპერული ინიციატივა იქნება.
კომერციული შეთანხმება პროექტის ერთობლივ ხედვასა და ძირითად კომერციულ პირობებს განსაზღვრავს, ხოლო დეტალური პირობები პროექტის მიმდინარეობის პარალელურად შემუშავდება. პროექტის მთლიანი ღირებულება, სავარაუდოდ, 12 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ხელს შეუწყობს მალდივის გრძელვადიან განვითარებას.

„მალდივის კუნძულები ნამდვილად გამორჩეული ადგილია თავისი უბადლო სილამაზითა და გლობალური მიმზიდველობით. ჩვენი მიზანია, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ მხარეს და შევქმნათ ჭეშმარიტად მსოფლიო დონის პროექტი” - განაცხადა Eagle Hills-ის თავმჯდომარე, მუჰამედ ალაბარმა.

პროექტი ჩაფიქრებულია, როგორც მსოფლიო დონის გლობალური ტურისტული, სანაპირო და საზღვაო-სატრანსპორტო (მარინას) მიმართულება. ის გააერთიანებს სასტუმროებს, პრემიუმ და ბრენდირებულ რეზიდენციებს, თანამედროვე იახტ-კლუბს (მარინას), სანაპირო დასასვენებელ ზონებს, სავაჭრო, კვების, გასართობ, გამაჯანსაღებელ, საგანმანათლებლო, სამედიცინო და საზოგადოებრივ ობიექტებს.
მალდივის ინფრასტრუქტურის, საბინაო უზრუნველყოფისა და ურბანული განვითარების მინისტრის დოქტორ აბდულა მუთალიბის შეფასებით, Eagle Hills-სა და მისი თავმჯდომარის, მუჰამედ ალაბარის სახით, მალდივს ჰყავს პარტნიორი, რომლის გამოცდილებაც უმაღლეს ხარისხზე მეტყველებს. ვგულისხმობთ “Downtown Dubai”-ს, “Belgrade Waterfront”-ს და სამ სხვადასხვა კონტინენტზე მიმდინარე პროექტებს. გლობალური უძრავი ქონების ბაზარზე ცოტა მოიძებნება ისეთი სახელი, რომელსაც ქალაქის მასშტაბის პროექტების ნულიდან მშენებლობაში ასეთივე ავტორიტეტი აქვს, როგორც Eagle Hills-ს. სწორედ ამ კალიბრის პარტნიორობა უზრუნველვყავით რა-მალესთვის” - აცხადებს, აბდულა მუთალიბი.
პროექტი ეფუძნება მალდივის ბრენდის განსაკუთრებულობას. ბუნებრივი სილამაზით, გამორჩეული სტუმარ-მასპინძლობითა და უნიკალური კუნძულოვანი გამოცდილებით, მალდივებმა მსოფლიოში უნიკალური პოზიცია დაიმკვიდრა. ახლი პროექტი გააღრმავებს აღნიშნულ მემკვიდრეობას და სანაპირო ცხოვრებასა და საზღვაო დასვენებას ახალი გამოცდილებით შეავსებს.
პროექტის გულს საერთაშორისო მნიშვნელობის მიმართულება წარმოადგენს, სადაც წყლის გარშემო გაერთიანდება სასტუმროები და კურორტები, პრემიუმ და ბრენდირებული რეზიდენციები, იახტ-კლუბი, ბულვარები, რესტორნები, სავაჭრო, გამაჯანსაღებელი და გასართობი ობიექტები. საგანმანათლებლო, სამედიცინო და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, მაღალი ხარისხის საჯარო სივრცეებთან ერთად, შექმნის ინტეგრირებულ გარემოს, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ტურიზმს, საცხოვრებელ გარემოსა და მთელი წლის განმავლობაში აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას.
მოსალოდნელია, რომ პროექტი გააფართოებს მალდივის ტურისტულ პოტენციალს, შექმნის ახალ სტიმულს ვიზიტისთვის, ხანგრძლივი სტუმრობის, დაბრუნებისა და ინვესტირებისთვის. ამასთან, ის მოიზიდავს საერთაშორისო ვიზიტორთა ახალ სეგმენტებს და კიდევ უფრო განამტკიცებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველი მიმართულების ქვეყნის პოზიციას.
პროექტის გენერალური გეგმა სრულად გაითვალისწინებს მალდივის უნიკალურ დამოკიდებულებას ოკეანესთან და მის მგრძნობიარე კუნძულოვან გარემოსთან. პროექტის თითოეულ ეტაპზე მდგრადობა და ბუნებრივი გარემოს დაცვა განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება. მშენებლობის პროცესს თან ახლავს დამოუკიდებელი საზღვაო მონიტორინგი, რაც უზრუნველყოფს პროექტის მაქსიმალურ სიფრთხილეს იმ წყლებისა და ბუნებრივი გარემოს მიმართ, რაც მალდივებს განსაზღვრავს.

მალდივის მთავრობა აცხადებს, რომ მალდივის ისტორიაში ეს უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია და რომ მილიარდობით დოლარის უცხოური ინვესტიცია გაივლის მალდივის საბანკო სისტემას, შექმნის სამუშაო ადგილებს, საცხოვრებლებს და ყოველი გაყიდვიდან პირდაპირ შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტში.
„Maldives Waterfront and Marina” მალდივში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ახალი, მსხვილი პლატფორმა გახდება. ის ფართო საქმიანობა რაც თან ახლავს პროექტს, ასევე უზრუნველყოფს მნიშვნელოვან საგადასახადო შენატანს და სტიმულს მისცემს სტუმარ-მასპინძლობის, მშენებლობის, საცალო ვაჭრობის, საზღვაო მომსახურების, ტექნოლოგიებისა და სხვა სექტორებს. პროექტის განმავლობაში მოსალოდნელია პირდაპირი და ირიბი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. ამასთან, პროექტი გახსნის ახალ კარიერულ გზებს მალდიველებისთვის, განამტკიცებს ადგილობრივი მიწოდების ჯაჭვს და შექმნის მუდმივ მოთხოვნას ადგილობრივ ბიზნესზე, მომწოდებლებსა და პროფესიულ მომსახურებაზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ღირებულების დიდ ნაწილის მალდივებზე დარჩენას.
ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, საცხოვრებელი და სამეწარმეო საქმიანობის გაერთიანებით, „Maldives Waterfront and Marina” მიზნია, მალდივებისა და მისი ხალხისთვის, საერთაშორისო ინვესტიციები ხანგრძლივ ეკონომიკურ ღირებულებად გარდაიქმნას. ამავდროულად, შეიქმნას გამორჩეული სანაპირო და საზღვაო მიმართულება, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ღირსი იქნება. პროექტის წარმატება მალდივის ხელისუფლებას აძლევს იმედს, რომ 2040 წლისთვის ის ქვეყანას მაღალ შემოსავლიანად აქცევს.

Eagle Hills აბუ-დაბიში დაფუძნებული უძრავი ქონების საინვესტიციო და დეველოპერული კერძო კომპანიაა, რომლიც 18-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და 45 სასტუმრო პორტფელს ფლობს. კომპანია ავითარებს გამორჩეულ მრავალფუნქციურ და ექსკლუზიურ ობიექტებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც მართავს გენერალური დაგეგმარებით, დახვეწილი დიზაინითა და ხარისხისადმი ერთგულებით.
საცხოვრებელი, სტუმარ-მასპინძლობის, საცალო ვაჭრობის, დასასვენებელი და საჯარო სივრცეების გაერთიანებით, Eagle Hills-ი ქმნის ინტეგრირებულ მიმართულებებს, რომლებიც პასუხობენ ადგილობრივ გარემოს, აძლიერებენ ადგილობრივ ეკონომიკას და ქმნიან გრძელვადიან ღირებულებას საზოგადოებისთვის.