PVH Corp.(Phillips-Van Heusen)-მა, მოდის გლობალურმა კორპორაციამ, რომელიც ისეთ ცნობილ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა Calvin Klein, Tommy Hilfiger და Tommy Jeans, თბილისში სამდღიანი, მასშტაბური რეგიონული ტრენინგი გამართა. ოქტომბერში, სემინარებს PVH-ის ქართველმა პარტნიორმა, დრესაპ ჯგუფმა უკვე მესამედ უმასპინძლა.
ღონისძიება წელს ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივი იყო და 22 ქვეყანის, მათ შორის: იტალიის, ნიდერლანდების, მალტის, კოლუმბიის, ისრაელის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლებს ერთი დევიზით - Learn as one. Work as one. Win as one (ვისწავლოთ ერთად. ვიმუშაოთ ერთად. გავიმარჯოვთ ერთად) - აერთიანებდა. მოდის გლობალური კორპორაციის ტრენინგი მიზნად მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გაშლილი გუნდის მაქსიმალურად დაახლოებას, მათი იდეების გაცვლასა და მომავალი თანამშრომლობების გაადვილებას ისახავდა.
PVH-ის წლევანდელი “ვორქშოფი”, ტრადიციულად, მაღაზიებისა და სავაჭრო სივრცეების
ვიზუალურ მერჩენდაიზინგს ეხებოდა. ამ სამი დღის განმავლობაში, დამსწრეებს გაუზიარეს
კორპორაციის ახალი, გლობალური სტანდარტები მაღაზიების განლაგებაზე, სეზონის
ცვლილებასთან ერთად პროდუქციის წარდგენის წესებსა და ვიტრინების მოწყობაზე. ისეთი
საკულტო ბრენდებისთვის, როგორიც Calvin Klein და Tommy Hilfiger-ია, მომხმარებელთან
შეხების თითოეული წერტილი ბრენდული გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად,
თითოეულ ასპექტს, მათ შორის, ვიზუალურ მერჩენდაიზინგს, ყველა რეგიონში დიდი ყურადღება
ეთმობა.

სამდღიან ტრენინგს სხვებთან ერთად უძღვებოდა Tommy Hilfiger-ის ბრენდის გამოცდილების
მენეჯერი ვიზუალური მერჩენდაიზინგის მიმათულებით, ვინჩენცო იოვინე:
„თბილისში უკვე მესამედ ვიმყოფებით და ყოველ ჯერზე აღფრთოვანებულები ვართ,
ორგანიზების იმ დონითა და პროფესიონალიზმით, რომლითაც „დრესაპ ჯგუფი“
გვმასპინძლობს. წლევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით შთამბეჭდავია თავისი
მასშტაბით - 22 ქვეყნის გაერთიანება ერთ სივრცეში კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ
რამდენად სტრატეგიული და მნიშვნელოვანია ეს რეგიონი PVH-ისთვის.“
სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ისთ ფოინთის Calvin Klein-ის ახალ
ფილიალსა და გალერია თბილისის Tommy Hilfiger-ის მაღაზიაში გაცნობოდნენ სამუშაო პროცესს,
ჩართულიყვნენ მასში, შეესრულებინათ პრაქტიკული სავარჯიშოები და მოესმინათ დისკუსიები
სავაჭრო სივრცეების მოწყობის შესახებ.
ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა დრესაპ ჯგუფის რითეილ დეპარტამენტის დირექტორმა, ნანუკა ჭანტურიამაც:
„PVH-ის რეგიონული სემინარის თბილისში მესამედ მასპინძლობა ჩვენი გუნდისთვის
დიდი პატივია. 22 ქვეყნის წარმომადგენლის მიღება და მათთვის საერთაშორისო
სტანდარტების სამუშაო გარემოს შექმნა ხაზს უსვამს, რომ „დრესაპ ჯგუფი“ რეგიონში
გლობალური ბრენდებისთვის სანდო და ძლიერი პარტნიორია.“
გავესაუბრეთ „დრესაპ ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლევან
ლეკიშვილსაც, რომელმაც იდეებისა და გამოცდილების პრაქტიკაში გაზიარების მნიშვნელობას
გაუსვა ხაზი:
„სფეროს პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება, ცოდნისა და განსხვავებული
პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესი პროცესია გუნდების
გაძლიერებისთვის. კარგად გვესმის მსგავსი მასშტაბის ინიციატივების ფასი და
ყოველთვის დიდი სიხარულით ვუმასპინძლებთ პროექტებს, რომლებიც
საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებასა და ინდუსტრიის განვითარებას
ემსახურება.“
დრესაპ ჯგუფისა და PVH-ის ექსკლუზიური პარტნიორობა 2023 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც
ჯგუფის პორტფელს Calvin Klein და Tommy Hilfiger შემოემატა. PVH-თან თანამშრომლობის
გაღრმავება გამოწვეულია იმითაც, რომ ეს ბრენდები ადგილობრივ ბაზარზე შთამბეჭდავი ზრდით
გამოირჩევიან. „დრესაპ ჯგუფი“ განაგრძობს ინვესტირებას თანამშრომლების განვითარებასა და
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში - რითაც გლობალურ გიგანტთან სტრატეგიულ
თანამშრომლობას კიდევ უფრო ამყარებს და ადგილობრივ ბაზარზე გლობალური სტანდარტების
დამკვიდრებას აქტიურად უწყობს ხელს.