გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2 ნოემბრით დათარიღებულ ბრძანებაშია აღნიშნული.

გელა გელაძე ამ პოსტს ორი თვის განმავლობაში იკავებდა. მანამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.