„დემოკრატებთან“ ვითანამშრომლებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა New York Times-ს განუცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ მარცხს აღიარებს.

„ჩვენ „დემოკრატებთან“ ვითანამშრომლებთ და მათთან ერთად მუშაობას ველი. სავარაუდოდ, რაღაც გამოსავალს ვიპოვით“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მთავარი პრობლემა ის იყო, რომ „ბიულეტენში მისი სახელი და გვარი არ ეწერა“.

www.interpressnews.ge