გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა, რომელმაც დოჰაში (კატარი) მუხლზე ოპერაცია ჩაიტარა – ვიდეო Canalplus-მა გაავრცელა.

„ვილიარეალისა“ და „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა თანამემამულე გაამხნევა და წარმატებები უსურვა.

„კვარა, ჩემო ძმაო, იმედი მაქვს, ოპერაცია და შემდგომი რეაბილიტაცია კარგად ჩაივლის. გჯეროდეს საკუთარი თავის, იყავი ძლიერი – ჩვენ ყველა და მთელი საქართველო, შენს გვერდით ვართ. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ძლიერი და კარგი ადამიანი ხარ. წარმატებები, მალე შევხვდებით, ძმაო, მიყვარხარ“, – თქვა მიქაუტაძემ.

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე, 20 ოქტომბერს, „ბარსელონასთან“ გამართული მატჩის დროს, მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ოპერაცია 27 ოქტომბერს დოჰაში, მსოფლიო დონის ორთოპედიულ და სპორტულ კლინიკა Aspetar-ში ჩაუტარდა.

უმძიმესი ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს, სავარაუდოდ, სრულად გამოტოვებს.

1tv.ge