აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების - “ლინდსი გრემის პაკეტს” მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის განხილვისა და მასში შესატანი ცვლილებების შესახებ დებატების შემდეგ, დოკუმენტს მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა, 11 კი წინააღმდეგ წავიდა.
კენჭისყრამდე სენატმა არ მიიღო რენდი პოლის მიერ შეთავაზებული შესწორება, რომელსაც კანონპროექტის მიღებისთვის ხელის შეშლა შეეძლო. ცვლილებას მხარი 32-მა სენატორმა დაუჭირა, 64 კი წინააღმდეგ წავიდა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურდა კანონპროექტში ირანთან დაკავშირებული დებულებებიც შესულიყო და გამოთქვა მზადყოფნა, დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა.