ტურისტული ობიექტი Borjomi UnderWood Hotel-ისადმინისტრატორის დარეჯან გოგოლაშვილისინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით არაბი ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
როგორც სასტუმროს წარმომადგენელი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, აღნიშნული სეგმენტის შემცირება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ქუვეითთან ფრენების მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებს უკავშირდება.
მისივე თქმით, საპირისპირო ტენდენციაა ყაზახი ვიზიტორების მიმართულებით - ტურისტულ ობიექტზე მათი რაოდენობა გაიზარდა.
"წინა წელთან შედარებით დატვირთულობა ნაკლებია, რასაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები განაპირობებს. ამჟამად 60%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ, ივნისში კი 50%-იანი დატვირთულობა გვქონდა. აგვისტოს რაც შეეხება ნომრების 40% უკვე დაჯავშნილია. ვიზიტორები როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები არიან. უცხოელი სტუმრები გვყავს - შვეიცარიიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან. ადრე ყაზახი სტუმრები ნაკლებად შეინიშნებოდა, ახლა კი მათი რაოდენობა გაიზარდა. ვიზიტორები აზიიდანაც გვყავდა, მაგალითად, სამხრეთ კორეიდან. რაც შეეხება არაბ სტუმრებს, მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. გასულ წელს, ზოგადად, ბორჯომი არაბი სტუმრებით გადატვირთული იყო, ახლა კი სხვა სურათია. აღნიშნული სეგმენტის შემცირება, სავარაუდოდ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. ასევე, ქუვეითთან ფრენების მიმართულებით გარკვეული ცვლილებებია. უნდა ითქვა, რომ ბორჯომში მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა კვების ობიექტი გაიხსნა, სადაც არაბი სტუმრები ვახშმობენ.
ამ ეტაპზე გაფართოებას არ ვაპირებთ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ბორჯომი საკმაოდ მოწესრიგებულია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან გამოწვევებზე საუბარი ნაკლებად შემიძლია", – ამბობს დარეჯან გოგოლაშვილი.
ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი Borjomi UnderWood Hotel 14 ნომრისგან შედგება, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს.
წყარო: bp.ge