2025 წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 1.52 მილიარდი შეადგინა, ეს 4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) იტყობინება.
„2025 წელს ტურისტებმა 1.52 მილიარდი საერთაშორისო ტურისტული მოგზაურობა განახორციელეს, ეს წინა წელთან შედარებით 4%-ით ანუ 60 მილიონით მეტია. ეს ციფრები ასახავს COVID-19-მდე არსებული ზრდის ტენდენციების დაბრუნებას - 2009 წლიდან 2019 წლამდე საერთაშორისო ტურიზმი ყოველწლიურად 5%-ით იზრდებოდა. ეს შედეგი დაკავშირებულია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში ტურიზმის აღდგენასთან, საჰაერო მიმოსვლის გაფართოებასთან და სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან“ - ნათქვამია ანგარიშში.