საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway Inc.-მა შესაძლოა გაყიდოს თავისი წილი ამერიკულ საკვები პროდუქტების მწარმოებელ Kraft Heinz Co.-ში, რომლის აქციონერიც ათ წელზე მეტია, – ამის შესახებ Kraft Heinz-მა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილ დოკუმენტში განაცხადა.

Berkshire Hathaway Kraft Heinz-ის უმსხვილესი აქციონერია, რომელიც კომპანიის აქციების 27.5%-ს (325.442 მილიონი) ფლობს. ის იყო Kraft Foods-ისა და H.J. Heinz-ის 2015 წლის შერწყმის ერთ-ერთი არქიტექტორი, თუმცა  ეს მთლიანად წარმატებული არ აღმოჩნდა.

2025 წელს Kraft Heinz-მა გამოაცხადა, რომ 2026 წლის ბოლოსთვის თავის ოპერაციებს ორ დამოუკიდებელ საჯარო კომპანიად გაყოფდა. ერთ-ერთი მათგანი, Global Taste Elevation Co., სოუსების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული და მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Heinz, Philadelphia და Kraft Mac & Cheese. მეორე კომპანია, North American Grocery Co., დარჩენილ პროდუქტებს აწარმოებს, მათ შორის Kraft Singles-ის (დამუშავებული ყველი), Oscar Mayer-ის (ხორცპროდუქტები) და Lunchables-ის (საუზმის ბურღულეული) ბრენდების ქვეშ წარმოებულ პროდუქტებს.

ვრცლად interfax – ზე