2025 წლის IV კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,052.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.2%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 4,690.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 6.0%).
ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის IV კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 13.8%-ით განისაზღვრა და 145.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.6%-ია.
სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 37.0% და 31.6%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.
კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები - 2025 წლის IV კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 23.7%-ით შემცირდა.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მეოთხე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:
|
ქვეყანა |
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი |
|
აზერბაიჯანი |
54.3 |
|
ბელარუსი |
17.0 |
|
თურქეთი |
151.7 |
|
ირანი |
24.8 |
|
ისრაელი |
156.1 |
|
რუსეთი |
133.7 |
|
საუდის არაბეთი |
16.6 |
|
სომხეთი |
42.2 |
|
უკრაინა |
43.2 |
|
ევროკავშირი |
145.2 |
|
დანარჩენი ქვეყნები |
267.5 |