საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ცნობით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. მას აეროპორტში ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა. ასევე, გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს.
ამასთან, დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის შეხვედრა." - წერია უწყების განცხადებაში.