ChatGPT-ის შემქმნელი, ამერიკული OpenAI, წელს სარეკლამო შემოსავლის სახით 2.5 მილიარდი დოლარის მიღებას იმედოვნებს, – ინფორმაციას Axios ავრცელებს წყაროზე დაყრდნობით, რომელმაც კომპანიის ინვესტორებისთვის პრეზენტაცია იხილა. მისი თქმით, OpenAI მიიჩნევს, რომ მისი სარეკლამო შემოსავალი 2030 წლისთვის 100 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

კომპანია ვარაუდობს, რომ სარეკლამო შემოსავლები 2027 წელს 11 მილიარდ დოლარამდე, 2028 წელს 25 მილიარდ დოლარამდე და 2029 წელს 53 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ეს შეფასებები ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ ხელოვნური ინტელექტის კომპანიის პროდუქტების ყოველკვირეული აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 2030 წლისთვის 2.75 მილიარდს მიაღწევს.

ვრცლად interfax – ზე