კომპანიამ Apple iPhone 17-ის სერიის ახალი მოდელის, iPhone 17e-ს გამოშვება დააანონსა. სმარტფონი მუშაობს ჩიპზე A19​, ექვსბირთვიანი CPU-თი და ოთხბირთვიანი GPU-თი. პლატფორმა გათვლილია Apple Intelligence-თან დაკავშირებული ამოცანების დამუშავებაზე.

6,1 დიუმიანი დიაგონალის მქონე Super Retina XDR ეკრანს ფარავს მინა Ceramic Shield 2. კომპანიის მონაცემებით, წინა თაობასთან შედარებით ის სამჯერ უფრო მდგრადია ნაკაწრების მიმართ. კორპუსი შესრულებულია ალუმინისგან და შეესაბამება დაცვის IP68 სტანდარტს. გაიყიდება შავი, თეთრი და ვარდისფერი ვარიანტები.

კამერა მხარს უჭერს ორმაგ ზუმს, პორტრეტების გადაღებას და ვიდეოს ჩაწერას 4K Dolby Vision ფორმატში. USB-C კონექტორის საშუალებით აკუმულატორი 50%-მდე 30 წუთში იტენება. უსადენო დამუხტვა MagSafe უზრუნველყოფს 15 ვტ-მდე სიმძლავრეს.

საბაზისო ვერსია მომხმარებელს სთავაზობს 256 გბ მეხსიერებას. ასევე ხელმისაწვდომია 512 გბ-იანი მოდიფიკაცია. ტელეფონის ღირებულება 599 დოლარიდან იწყება. წინასწარი შეკვეთა 4 მარტს, გაყიდვები კი 11 მარტს დაიწყება.