საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ასევე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.

ილია დარჩიაშვილი 2022 - 2024 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო 2017-2021 წლებში - პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

"ილია დარჩიაშვილს ეკავა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობები. აგრეთვე, მუშაობდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში”. ილია დარჩიაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი" - წერს საგარეო უწყება