აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.
„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ტომი პიგოტის განცხადებაში.