„ელექტროენერგიის გაძვირება პურის ფასებზე არ აისახება.“- ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა. მალხაზ დოლიძის თქმით, პურის ცხობაში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალი არ არის და სექტორი უფრო მეტად ბუნებრივი აირის მომხმარებელია.
„ჩვენთვის სატკენი და საწყენი არის ბუნებრივი აირი. ელექტროენერგია ჩვენთან დიდ როლს არ თამაშობს. ეს უფრო წისქვილკომბინატებს აწუხებს, რადგან იქ დიდი ძრავებია და შესაბამისად, , ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს,"-აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.
მისივე თქმით, ენერგომატარებლებს პურის წარმოებაში 20-22% უჭირავს.
„მწარმოებელს 5 თეთრი არ დააქცევს. მითუმეტეს დღეს უკვე ბევრს აქვს ენერგოდამზოგი მოწყობილობები და ღუმელები. ზოგადად, ენერგომატარებლებს ჩვენს წარმოებაში 20-22 პროცენტი უჭირავს. უფრო მეტად წყლის მაღალი ტარიფი გვაწუხებს, 8 -9 ლარი გახადეს წყალი. ამან შეგვაწუხა, მაგრამ იძულებული ვართ ეკონომიაზე გადავიდეთ. წყლის ფასების გამო ბევრი კომპანია ქალაქიდან გავიდა და წარმოება ,ნატახტარში გადაიტანა. პურს ხომ ვერ გაიტან ქალაქგარეთ ამჯერად არ აისახება და შემდეგ ვნახოთ.“-განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 5-6 თეთრით, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.