ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ და უფრო გონივრულ რეჟიმთან ირანში, ჩვენი სამხედრო ოპერაციების დასრულების შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში „დიდ პროგრესს“ მიაღწიეს, თუმცა, თუ შეთანხმებას მალე არ მიაღწევენ და ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ გაიხსნება, აშშ ირანში ყველა ელექტროსადგურს, ნავთობის ჭაბურღილებს და ხარგის კუნძულს გაანადგურებს.
„დიდი პროგრესია, მაგრამ თუ რაიმე მიზეზით შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული და თუ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ გაიხსნება ბიზნესისთვის, ჩვენ დავასრულებთ ჩვენს მშვენიერ „ყოფნას“ ირანში მათი ყველა ელექტროენერგიის მწარმოებელი სადგურის, ნავთობის ჭაბურღილებისა და ხარგის კუნძულის (და შესაძლოა ყველა გამტკნარების ქარხნისაც!) აფეთქებითა და სრულად განადგურებით - ობიექტების, რომლებსაც განზრახ აქამდე არ შევხებივართ.
ეს იქნება შურისძიება ჩვენი მრავალი ჯარისკაცისა და სხვათათვის, რომლებიც ირანმა დახოცა ძველი რეჟიმის 47-წლიანი ტერორის მმართველობის დროს”, - წერს ტრამპი.