ნავთობის ფასები ორშაბათს დღისით სტაბილურად აგრძელებენ ზრდას, ბაზრის ყურადღების ცენტრში კი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი რჩება.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის მაისის ფიუჩერსები 2.55 დოლარით (2.27%-ით) გაიზარდა და ბარელზე 115.12 დოლარი შეადგინა. NYMEX ბირჟაზე WTI-ის მაისის ფიუჩერსები 1.76 დოლარით (1.77%-ით) გაიზარდა და ბარელზე 101.4 დოლარი შეადგინა.

პარასკევს Brent-ის ნავთობის ფასი 4.22%-ით, ხოლო WTI-ის - 5.4%-ით გაიზარდა.

ვრცლად interfax - ზე