მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის გამო, სამხრეთ კორეა მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომობილების მართვაზე შეზღუდვის გაფართოებას განიხილავს.
„როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულ შეზღუდვას ქვეყანაში იმ შემთხვევაში დააწესებენ, თუ ნავთობის გლობალური ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, კუ იუნ-ჩეოლის განცხადებით, მთავრობას შეუძლია, გააფართოოს მსუბუქი ავტომობილების გამოყენების შეზღუდვები, თუ ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით 120-130 დოლარამდე გაიზრდება.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული შეზღუდვა მთელ საზოგადოებაზე თუ გავრცელდება, ეს იქნება ქვეყნის მასშტაბით ავტომობილების მართვის შეზღუდვის პირველი შეზღუდვა 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ, როდესაც მთავრობამ ენერგიის დაზოგვის მიზნით ავტომობილების როტაციის ათდღიანი სისტემა დააწესა.