გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით, შვარცვალდის რეგიონში, ახალ ტურისტული ინიციატივას აამოქმედებენ: მთელი სოფელი სასტუმრო კომპლექსად გადაკეთდება.

იდეა ადგილობრივმა ორგანიზაციამ Schwarzwald Tourismus-მა შესთავაზა, რომელიც მიტოვებული თემების აღორძინების იტალიური სტრატეგიით იყო შთაგონებული. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ტურისტები ადგილობრივი მცხოვრებლების საკუთრებაში არსებულ სახლებსა და ბინებში დარჩებიან.

ვიზიტორთა მომსახურება მთელ სოფელში განაწილდება: საუზმე სოფლის საცხობში იქნება ხელმისაწვდომი, ვახშამი ადგილობრივ რესტორანში, ხოლო ცენტრალური მოედანი ერთგვარ მიმღების ფუნქციას შეასრულებს.

პროექტის მიზანია ტურისტების მიზიდვა არაპოპულარულ რეგიონებში და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა.

ვრცლად 34travel.me – ზე