შვედეთში ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის ექსპერიმენტმა მოულოდნელი შედეგები გამოიღო: ნაკლები მუშაობით თანამშრომლები უფრო კრეატიულები გახდნენ, ხოლო ხელმძღვანელები - უფრო კმაყოფილები. გარდა ამისა, ადამიანებმა უკეთესად დაიწყეს ძილი, ნაკლებად ავადდებოდნენ და უკეთ ურთიერთობდნენ გუნდში – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ექსპერიმენტი ორი წელი გრძელდებოდა. მონაწილეობდნენ ენერგეტიკის, კონსულტაციისა და ლოჯისტიკის კომპანიები, ასევე სოციალური მომსახურების კომპანიები. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები ნაკლებ საათს მუშაობდნენ, მათი ხელფასები უცვლელი დარჩა.