ფლორიდაში, პალმ ბიჩის საერთაშორისო აეროპორტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელი მიენიჭება. გუბერნატორმა რონ დესანტისმა ბრძანებულებას 30 მარტს მოაწერა ხელი.

CNN-ის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში 1 ივლისიდან შევა.

ფლორიდის შტატის საკანონმდებლო ორგანომ ადრე მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელსაც ორივე პალატა დაეთანხმა. ამის შემდეგ გუბერნატორმა დაამტკიცა სახელის შეცვლა.

ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ განმარტა, რომ აეროპორტის სახელწოდება შტატის საქმეა, თუმცა, სააგენტომ უნდა შეცვალოს ნავიგაციის რუკები და მონაცემთა ბაზები, რათა უზრუნველყოს ახალი სახელის გამოყენება საავიაციო სისტემაში.