აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისეთ ქვეყნებს, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, სთავაზობს, მოიკრიბონ გამბედაობა, რათა გავიდნენ ჰორმუზის სრუტეში და „უბრალოდ აიღონ“ საწვავი.

„მივმართავ ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ჰორმუზის სრუტის გამო რეაქტიული საწვავის მიღება არ შეუძლია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უარი თქვა ირანის თავის მოკვეთაში მონაწილეობაზე, თქვენთვის რჩევა მაქვს: პირველი, იყიდეთ აშშ-სგან, ჩვენ ბევრი გვაქვს და მეორე, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ ის“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ ქვეყნებს საკუთარი თავისთვის ბრძოლის სწავლა მოუწევთ.

„მოგიწევთ ისწავლოთ, როგორ იბრძოლოთ საკუთარი თავისთვის, აშშ აღარ იქნება იქ, რომ დაგეხმაროთ, ისევე როგორც თქვენ არ იყავით იქ ჩვენთვის. ირანი, ფაქტობრივად, განადგურებულია. რთული ნაწილი დასრულებულია. წადით და წამოიღეთ თქვენი ნავთობი!“, - წერს ტრამპი.

www.interpressnews.ge