ირანმა ჰუმანიტარული ტვირტის გადამზიდ გემებს თავის პორტებში შესასვლელად ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება მისცა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანის პორტებისკენ მიმავალი ჰუმანიტარული და პირველადი საჭიროების საქონლით დატვირთული გემები ჰორმუზის სრუტეში გავლას შეძლებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემებმა სრუტეში გავლისას დადგენილი პროტოკოლები უნდა დაიცვან.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ირანი ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ დაამტკიცა.