The Guardian-ის ცნობით, ბავარიაში მდებარე მსოფლიოში უძველესი სამონასტრო ლუდსახარშს, Weltenburger-ს, რომელიც 1000 წელზე მეტი ხნისაა, მიუნხენში დაფუძნებულ კომპანია Schneider Weisse-ს მიჰყიდიან.
Weltenburger ველტენბურგის სააბატოს ტერიტორიაზე ათას წელზე მეტია ფუნქციონირებს. წარმოებას კათოლიკური ეკლესია ფლობს, თუმცა სინამდვილეში მას Bischofhof-ის ლუდსახარშის მუშები მართავენ. ლუდსახარშის გაყიდვა მოთხოვნის შემცირებითა და ზარალით არის განპირობებული, რაც ეპარქიას საკუთარი სახსრების ინვესტირებას აიძულებს.
Bischofhof ასევე Schneider Weisse-ის ნაწილი გახდება. გადაცემის შემდეგ ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს. Weltenburger-ისა და Bischofhof-ის მმართველმა დირექტორმა, ტილ ჰედრიხმა აღნიშნა, რომ საკუთრების შეცვლა ხელს შეუწყობს ბიზნესის დახურვის ან ფრაგმენტაციის რისკის თავიდან აცილებას. გარიგების დადება 2027 წელს არის მოსალოდნელი. ფასი ამ დრომდე არ გახმაურებულა.