OpenAI ChatGPT-ში ასაკის პროგნოზირების ფუნქციას დანერგავს არასრულწლოვანი მომხმარებლების იდენტიფიცირებისთვის, ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

ასაკის დასადგენად, ChatGPT იყენებს მოდელს, რომელიც აანალიზებს ქცევითი სიგნალების კომბინაციას, ასევე მონაცემებს ანგარიშის ასაკის, ჩატბოტის გამოყენების დღის ტიპური დროისა და მომხმარებლის მიერ მითითებული დაბადების თარიღის შესახებ.

არასრულწლოვნებად შეცდომით კლასიფიცირებული მომხმარებლები შეძლებენ თავიანთი ასაკის დადასტურებას პირადობის დამადასტურებელი სერვისის მეშვეობით.