აშშ-ში მუდმივად ცხოვრება და მუშაობა სულ უფრო ძნელდება და მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის. 21 იანვრიდან აშშ საიმიგრაციო სამსახური ვიზების გაცემას აჩერებს 75 ქვეყნისთვის, ამ სიაშია საქართველოც. ეს გადაწყვეტილება ძალაში შესვლამდე ერთი კვირით ადრე გამოცხადდა.

საიმიგრაციო ვიზა შეერთებულ შტატებში მუდმივად ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას იძლევა. ასეთი ვიზები წლების განმავლობაში გაიცემოდა - ოჯახების გამთლიანების, ქორწინების, შვილად აყვანის მიზნებით, სამუშაოდ წასასვლელად თუ მწვანე ბარათის გათამაშებაში მოგების შემთხვევაში.

აშშ-ის საელჩოებში გაცემული 6 თვიანი საიმიგრაციო [ერთჯერადი] ვიზის მფლობელი შედიოდა აშშ-ში და უკვე იქ, საიმიგრაციო სტრუქტურაში (USCIS) იღებდა მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელ საბუთს - მწვანე ბარათს.

პასპორტში ჩაკრულ ამ ტიპის ვიზა ერთი წლის განმავლობაში იძლეოდა აშშ-ში ლეგალურად ყოფნის უფლებას.

ვრცლად ნახეთ:

radiotavisupleba.ge