UFC-ის ორგზის ჩემ­პი­ო­ნი, ილია თო­ფუ­რია, ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდს გა­დის. მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და მისი და მისი პარტნი­ო­რის, ბიზ­ნეს­მენ ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, წყვილ­მა კი­დევ ერთი რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა - "ისი­ნი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელს, ბო­ა­დი­ლია-დელ-მონ­ტე­ში მდე­ბა­რე ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­სახ­ლეს ყი­დი­ან", - წერს ეს­პა­ნუ­რი მე­დია.

სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც მად­რი­დის პრეს­ტი­ჟულ უბან­ში, Las Lomas-ში მდე­ბა­რე­ობს, 3 მი­ლი­ონ ევ­როდ იყი­დე­ბა. ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც თო­ფუ­რია თა­ვი­სი კა­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბრძო­ლე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და.

რას მა­ლავს 1000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თო­ბის ვილა?

  • სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი: ილი­ას მო­თხოვ­ნით აშე­ნე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი დო­ნის სა­ვარ­ჯი­შო სივ­რცე.
  • დას­ვე­ნე­ბა: პი­რა­დი კი­ნო­თე­ატ­რი, სპა, სა­უ­ნა, აუზი, ჯა­კუ­ზით.
  • სივ­რცე: 2 560 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის მი­წის ნაკ­ვე­თი, 7 სა­ძი­ნე­ბე­ლი და 9 სვე­ლი წერ­ტი­ლი.
  • ელი­ტა­რუ­ლი მე­ზობ­ლო­ბა: ილი­ას მე­ზობ­ლე­ბი "რეალ მად­რი­დის" ვარ­სკვლა­ვე­ბი - ტიბო კურ­ტუა და დანი კარ­ვა­ხა­ლი არი­ან.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თან­ხა ას­ტრო­ნო­მი­უ­ლად ჩანს, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ეს ფასი რე­ა­ლუ­რია. Las Lomas-ის რა­ი­ო­ნი თა­ვი­სი უსაფრ­თხო­ე­ბი­თა და კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია.

www.ambebi.ge