რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 47%-ით შემცირდა და ჯამში 3,382 მლრდ რუბლი შეადგინა.

სამინისტროს პოზიციით, ნავთობისა და გაზის შემოსავლების კლება განპირობებულია ურალის ნავთობის ფასის შემცირებით, დაბალი ფასებით და ბუნებრივი აირის ექსპორტის შემცირებით. 

ხელისუფლება ნავთობისა და გაზის შემოსავლების გაზრდას გეგმავს. კერძოდ, ნავთობის ფასის დადგენის მეთოდოლოგიის შეცვლას, რომელიც გადასახადების დასაანგარიშებლად გამოიყენება.

შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო დუმას მალე წარედგინება.