ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია უკრაინის დედაქალაქ კიევში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სვეტლანა ტიხანოვსკაია უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება.
„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან, უმაღლესი რადას ხელმძღვანელობასთან და ევროკავშირის დიპლომატებთან“, - აღნიშნულია ტიხანოვსკაიას ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით ასევე დაგეგმილია უკრაინაში ბელარუსის დემოკრატიული ძალების მისიის გახსნა.