2023 წელს „გაზპრომი“ ევროპული ბაზრის დაკარგვის გამო დაახლოებით $90 მლრდ-ით დაზარალდება, ხოლო რუსეთის ბიუჯეტი გადასახადების სახით $28 მლრდ-ს დაკარგავს. ამის შესახებ რუსული მედია Vygon Consulting-ის ანალიტიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
ექსპერტების აზრით, წელს რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდების მოცულობას 85-იდან დაახლოებით 60 მლრდ კუბურ მეტრამდე შეამცირებს. მეტიც, შემცირდება გაზის ღირებულებაც. გასულ წელს 1000 კუბურ მეტრის ფასი $1500-ის ნაცვლად დაახლოებით $500 იქნება.
შედეგად, გასული წლის $122 მლრდ-ის ნაცვლად, წელს „გაზპრომი“ ევროპულ ბაზარზე ჯამში დაახლოებით $30 მლრდ-ს გამოიმუშავებს.