2022 წლის ბოლოს, უკრაინის ომის ფონზე, გაზპრომის წმინდა მოგება 41%-ით შემცირდა და 1,226 ტრილიონი რუბლი (15,3 მილიარდი დოლარი) შეადგინა. 2021 წლის ბოლოს კომპანიის წმინდა მოგება 2,093 ტრილიონი რუბლი (26,1 მილიარდი დოლარი), თითქმის 2-ჯერ მეტი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

მიუხედავად ამისა, „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ფამილ სადიგოვი აღნიშნავს, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია კომპანიის ისტორიაში. მისი თქმით, მოგების ოდენობაზე გავლენა საანგარიშო წლის მეორე ნახევარში გაზრდილმა გადასახადებმა იქონია.

„გაზპრომის“ შემოსავალი 2022 წელს 11,673 ტრილიონ რუბლამდე (145,7 მილიარდი აშშ დოლარი) გაიზარდა, 2021 წლის 10,2 ტრილიონ რუბლთან (127,3 მილიარდი აშშ დოლარი) შედარებით.

ასევე ცნობილია, რომ „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭომ აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე გააკეთა განცხადება, რომ  უკვე გადახდილი დივდენდების გარდა, 2022 წლის დარჩენილი დივიდენდები არ გადაიხადონ.