„გაზპრომმა“ რუსეთიდან სომხეთში მაგისტრალური გაზსადენით „ჩრდილოეთ კავკასია - ამიერკავკასია“ გაზის მიწოდება შეაჩერა. ამის მიზეზი სარემონტო სამუშაოები გახდა.
„გაზპრომ სომხეთის“ ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების პერიოდში, რესპუბლიკაში მომხმარებლების გაზის მიწოდება შიდა რეზერვების ხარჯზე განხორციელდება. არ არსებობს სამომხმარებლო შეზღუდვები. საწვავის მიწოდების აღდგენა 4 მაისს იგეგმება.
„1 მაისს 08:00 საათიდან 4 მაისს 20:00 საათამდე, სტავროპოლის ტერიტორიაზე, მაგისტრალურ გაზსადენზე „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასია“ განხორციელდება გეგმური სარემონტო სამუშაოები, ამასთან დაკავშირებითაც ხდება ბუნებრივი აირის მიწოდება აღნიშნული გაზსადენის გავლით სომხეთამდე შეჩერდება“, - ნათქვამია გაზსადენში კომპანიის განცხადებაში.
612 კმ-ნი გაზსადენი „ჩრდილოეთ კავკასია - ამიერკავკასია" ექსპლუატაციაში 1988 წელს შევიდა. გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე 1,8 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში.
2022 წლის 15 აპრილს სომხეთი რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე გადავიდა. სომხეთის ეკონომიკის მინისტრ ვაჰან კერობიანის თქმით, გაზის ფასი ფიქსირდება დოლარში და გადახდა რუბლში ხორციელდება.