ევროკავშირი გაზსადენების საშუალებით რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგება. გამოცემა Politico წერს, რომ ევროკავშირმა თითქმის დაასრულა ანტირუსული სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობა.
გამოცემას რამდენიმე დიპლომატმა დაუდასტურა, რომ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის წინააღმდეგი მასზე დამოკიდებული ქვეყნები იყვნენ.
ომის დაწყების შემდეგ გერმანიასა და პოლონეთში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. რუსული გაზსადენების სანქცირების შემთხვევაში ბუნებრივი აირის იმპორტის განახლება შეუძლებელი იქნება.
უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთი აწვდიდა ევროკავშირის გაზის იმპორტის 40%-ს. ბრიუგელის ანალიტიკური ცენტრის თანახმად, ეს ახლა 8%-ზე ნაკლებია.