ბრიტანულ-ჰოლანდიური ნავთობისა და გაზის გიგანტი Shell-ი, რომელიც რუსული ნავთობისა და გაზის გაყიდვის შეჩერების შესახებ დაპირებას 2022 წლის 8 მარტს იძლეოდა, რუსეთიდან ნახშირწყალბადების გაყიდვას აგრძელებს. ამის შესახებ მონიტორინგის არაკომერციული ორგანიზაცია Global Witness-ის ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაციის ანალიტიკოსების აზრით, 2022 წელს Shell-ზე რუსეთის თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) გაყიდვების 12% მოდიოდა და კომპანია რუსეთში თხევადი ბუნებრივი გაზის გამყიდველთა ტოპ ხუთეულში იყო.

მიმდინარე წლის მაისში Shell-მა შეიძინა ტანკერის ტვირთი, რომელიც მიემართებოდა იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე საბეტას პორტიდან ჰონგ კონგამდე. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ტანკერს შეუძლია გადაიტანოს დაახლოებით 160 000 კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი გაზი.