ლუქს კლასის მატარებელი – Orient Express ახალ მარშრუტს ხსნის, რომელიც მგზავრებს რომიდან სტამბოლამდე ხუთ დღეში გადაიყვანს. ბილეთების ფასები 20,000 ევროდან იწყება.
პირველი მატარებელი „La Dolce Vita“ 2026 წლის 22 ოქტომბერს ამოქმედდება.
მგზავრები მგზავრობას რომა ოსტიენსეს სადგურში, Orient Express-ის ლაუნჯში დაიწყებენ, რომელიც არქიტექტორ უგო ტოროს მიერ არის დაპროექტებული.