აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ილონ მასკთან ერთად ბრაუნსვილში (ტეხასი) Starship SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენებადი სუპერ მძიმე რაკეტა-მატარებელის სატესტო გაშვებას დაესწრო, - წერს BBC.

ეს Starship SpaceX-ის მეექვსე სატესტო გაფრენაა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. 13 ოქტომბერს SpaceX-მა ისტორიაში ყველაზე მძლავრი სარაკეტო სისტემის, რიგით მეხუთე სატესტო გაფრენა წარმატებით შეასრულა. ამ ფრენის დროს პირველივე მცდელობაზე წარმატებით დაიჭირეს რაკეტის Super Heavy ბუსტერი, რომელიც რაკეტის ქვედა ნაწილს შეადგენს და მას გაფრენაში ეხმარება. აფრენის შემდეგ ბუსტერი დედამიწაზე დაბრუნდა და წარმატებით დაეშვა.

ერთი კვირის წინ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი და ყოფილი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი ვივეკ რამასვამი სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებად დაასახელა.

წყარო: იმედინიუსი