სამშენებლო-დეველოპერული კომპანია Tower Group ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს. Panorama Del Mare 49-სართულიანი პრემიუმ კლასის საინვესტიციო პროექტია, რომელიც Tower Group-ის ურბანული კონცეფციის - Panorama City-ის ნაწილია.
პროექტის დაწყებასთან ერთად ოფიციალურად იწყება საინვესტიციო აპარტამენტების წინასწარი გაყიდვებიც, რაც ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, პროექტში ადრეულ ეტაპზე შევიდნენ და ისარგებლონ წინასწარი გაყიდვის პირობებით.
სტრატეგიული ლოკაცია და ეკოსისტემა
Panorama Del Mare შენდება ბათუმის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ნაწილში - უშუალოდ ბათუმის ხელოვნური კუნძულის მიმდებარედ. პროექტიდან იშლება პანორამული ხედები შავ ზღვაზე, ქალაქსა და ხელოვნური კუნძულის ახალ ურბანულ სივრცეებზე.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა Panorama City-ის ერთიანი ეკოსისტემის ნაწილად ყოფნაა, რომელიც Panorama Del Mare-ს გარდა აერთიანებს Grand Central-სა და მშენებლობის ფინალურ ეტაპზე მყოფ Panorama Batumi-ს.
აპარტამენტების მფლობელებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ Panorama-ს ინფრასტრუქტურით, მათ შორის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს, მაღალი კლასის გასტრონომიული, გასართობი და სხვადასხვა სერვისული სივრცეებით.
ხელოვნური კუნძულის უშუალო სიახლოვე Panorama Del Mare-ს კიდევ უფრო ფართო ტურისტულ და რეკრეაციულ გარემოსთან აკავშირებს და მის საინვესტიციო პოტენციალს დამატებით აძლიერებს.
ფოტო: https://drive.google.com/file/d/1TCeVg-1VMrhnQ2Mkm9l77fgp8G_oz1Kg/view?usp=sharing
Panorama Del Mare გამოირჩევა თანამედროვე და დახვეწილი არქიტექტურით.
49-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი შემდეგნაირად არის დაგეგმარებული:
- პირველ სართულზე განთავსდება კომერციული სივრცეები და ლობი;
- მე-2-დან მე-5 სართულის ჩათვლით მოეწყობა საპარკინგე ზონები. პროექტში ასევე გათვალისწინებულია მიწისქვეშა პარკინგი;
- მე-6-დან 28-ე და 31-ე-დან 48-ე სართულების ჩათვლით განთავსდება საინვესტიციო აპარტამენტები;
- 29-ე და 30-ე სართულებზე მოეწყობა დახურული აუზი, SPA ცენტრი, ფიტნეს დარბაზი, საუნა, კაფე და რესტორანი.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული სივრცე შენობის სახურავზე დაგეგმილი Rooftop ზონა იქნება, სადაც ღია ცის ქვეშ განთავსდება Infinity აუზი და Sky Bar, პანორამული ხედებით შავ ზღვაზე, ბათუმსა და ხელოვნურ კუნძულზე.
ფოტო: https://drive.google.com/file/d/1IBE1dEZPcxRumaYAh0fIKRyg2zviipOv/view?usp=sharing
ორიენტაცია ბიზნეს-ტურიზმზე და საინვესტიციო პოტენციალი
კლასიკური ტურისტული სეგმენტის გარდა, Panorama Del Mare ორიენტირებულია ბიზნეს-მოგზაურებსა და დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებზეც. პროექტში გათვალისწინებულია თანამედროვე ბიზნეს ლაუნჯი, კოვორქინგ სივრცეები და საკონფერენციო დარბაზი, რაც პროექტის ოთხივე სეზონზე დატვირთვის პოტენციალს ზრდის.
Panorama Del Mare-ს საინვესტიციო კონცეფცია ეფუძნება არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენას, არამედ მაღალი კლასის სასტუმროს ტიპის გამოცდილებასა და მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას.
წინასწარი გაყიდვების ეტაპი ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, პროექტში ადრეულ ეტაპზე შევიდნენ და ისარგებლონ ბათუმის სანაპირო ზოლის ახალი განვითარების საინვესტიციო პოტენციალით.