სამხრეთ კორეულმა კომპანია LG Electronics-მა Signature M, მსოფლიოში პირველი უკაბელო OLED ტელევიზორი წარმოადგინა. ინფორმაციას Yonhap-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეა პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ტელევიზორის გაყიდვები დაიწყება.
246 სმ OLED ტელევიზორი Zero Connect Box გადამცემით გაიყიდება, რომელიც უსადენოდ აგზავნის ვიდეო და აუდიო სიგნალებს 4K გარჩევადობით და 120 ჰც ეკრანის განახლების სიხშირით.
ეს გადამცემი კუბის ფორმის ყუთს წააგავს. ის შეიძლება განთავსდეს 10 მეტრამდე მანძილზე და მაინც შეუფერხებლად გადასცემს მონაცემებს.
კომპანიამ განაცხადა, რომ შემუშავებულია ალგორითმი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს შეცდომები ან წარუმატებლობა სიგნალის გადაცემისას.
LG-მ დაამატა, რომ Signature M-ის განვითარება შესაძლებელი გახდა კომპანიის OLED ტექნოლოგიისა და ნოუ-ჰაუს მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
ეს არის მეხუთე LG Signature OLED-ი მას შემდეგ, რაც პირველი 2016 წელს გამოვიდა.