ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დელსი როდრიგესის თქმით, ახლა პრიორიტეტი ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენაა. ვენესუელაში სულ მალე სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო ჯგუფებიც ჩავლენ. მათ შორის აშშ-დან, დომინიკის რესპუბლიკიდან, მექსიკიდან და ელ-სალვადორიდან.
დელსი როდრიგესის განცხადებით, ის ასევე ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რომელმაც სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა ვენესუელელ ხალხს.
ქვეყანა ორი მასშტაბური მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს.
სტიქია ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის დაფიქსირდა და მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7.2 და 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 32 ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი 700 აღემატება. თუმცა, აშშ-ს გეოლოგიის კვლევითი ცენტრი პროგნოზირებს, რომ მსხვერპლის რიცხვმა შესაძლოა 10 000-ს გადააჭარბოს.