ხუთშაბათს ნავთობის ფასებმა კლება განაგრძო და იმ ნიშნულს მიუახლოვდა, რომელიც ბოლოს ირანის ომის დაწყებამდე დაფიქსირდა, ვინაიდან ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების ზრდის მოლოდინებმა გადაწონა მოთხოვნასთან დაკავშირებული შეშფოთება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
დღეს დილით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1.06 დოლარით, ანუ 1.44%-ით შემცირდა და ბარელზე 72.68 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate-ის (WTI) ფასი 76 ცენტით, ანუ 1.08%-ით დაეცა და ბარელზე 69.58 დოლარი გახდა.