eCommerce კამპანიების მართვა დღეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. რეკლამის ხარჯი იზრდება, მომხმარებლის ყურადღება იკლებს და კონკურენცია გლობალურ მასშტაბზეა გავრცელებული. თუმცა სწორად აგებული კამპანიები კვლავაც ძლიერ შედეგებს იძლევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბრენდები ერთმანეთთან აზრიანად აერთიანებენ ცნობადობას, ემოციას, მონაცემებსა და მარკეტინგს.
ქვემოთ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის eCommerce კამპანიების რეალური მაგალითები, რომლებიც კარგად აჩვენებს, როგორ შეიძლება სტრატეგიის, კრეატივისა და სწორი პოზიციონირების კომბინაციამ მასშტაბური შედეგი მოიტანოს.
- Amazon – Prime Day კამპანია
Prime Day არ არის უბრალოდ ფასდაკლების აქცია – ეს არის სრულად ორგანიზებული, მრავალფაზიანი კამპანია.
რა ხდება კამპანიის ფარგლებში:
- წინასწარი „ტიზერები“ და ადრეული შეთავაზებები ინტერესის გასაღვივებლად;
- ღონისძიების პერიოდში ძლიერი შეთავაზებები (Lightning Deals, უკუთვლა, დღის შეთავაზებები);
- ღონისძიების შემდეგ გასვლა იმ მომხმარებლებზე, რომლებმაც დაათვალიერეს პროდუქტი, მაგრამ არ შეიძინეს.
Prime Day-ს წარმატება მოდის არა მხოლოდ ფასდაკლებიდან, არამედ მასშტაბური ინფრასტრუქტურიდან: მუდმივი რეკლამა, მობილური აპის აქტიური გამოყენება და მომხმარებლის ქცევაზე დაფუძნებული რეკომენდაციები.
- Shopify – BFCM Live Map
Black Friday / Cyber Monday-ს პერიოდში Shopify-მ შექმნა რეალურ დროში გაყიდვების ვიზუალიზაციის რუკა, სადაც ჩანს, როგორ ყიდიან პლატფორმის მერჩანტები პროდუქციას მთელ მსოფლიოში.
რატომ არის ეს ძლიერი კამპანია:
- ქმნის PR ეფექტს;
- აძლიერებს პლატფორმის ავტორიტეტს;
- იზიდავს ახალ ბიზნესებს;
- აერთიანებს არსებულ მომხმარებლებს ერთ „ეკოსისტემაში“.
ეს არის B2B eCommerce კამპანიის მაგალითი, სადაც პირდაპირი გაყიდვა არ არის მთავარი მიზანი. აქ მთავარი არის ნდობის, მასშტაბისა და ძალის დემონსტრირება.
- Etsy – „Don’t Celebrate Birthdays“
Etsy-ს კამპანია ემოციურ მარკეტინგზეა აგებული. იდეა მარტივია: არ აღნიშნო ძვირფასი ხალხის დაბადების დღე ფორმალურად, არამედ აჩუქე ისეთი რამ, რაც რეალურად გამოხატავს ყურადღებას.
სტრატეგიული უპირატესობა:
- აქცენტი არა ფასდაკლებაზე, არამედ მნიშვნელობაზე;
- განსხვავება სხვა მოვაჭრეებისგან;
- ემოციური კავშირი მომხმარებელთან.
ეს არის ფასდაკლების ანტიკამპანია, რომელიც ქმნის ბრენდის ღირებულებას.
- Alibaba – Singles’ Day
Singles’ Day (11/11) გადაიქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სავაჭრო ღონისძიებად.
Alibaba-მ უბრალო ონლაინშეძენა აქცია გლობალურ შოპინგფესტივალად:
- ცნობილი სახეების შოუები;
- უკუთვლის (Countdown) ღონისძიებები;
- მასშტაბური მედიაგაშუქება;
- პლატფორმაზე ინტეგრირებული აქციები.
ეს კამპანია აჩვენებს, როგორ შეიძლება კომერციული ღონისძიება გადაიქცეს კულტურულ მოვლენად, სადაც გაყიდვები მხოლოდ ერთი ნაწილია მთლიანი გამოცდილებისა.
- Temu – მასშტაბური ცნობადობის რეკლამა
Temu-მ აირჩია აგრესიული ცნობადობის სტრატეგია – ფართომასშტაბიანი რეკლამა, რომელიც პირდაპირ აცხადებს: „ჩვენთან იაფია, ჩამოტვირთე აპი“.
მახასიათებლები:
- მინიმალური ემოციური სიუჟეტი;
- მკაფიო კომუნიკაცია ფასზე;
- მასობრივი დაფარვა.
ეს არის „შოკისა და მასშტაბის“ სტრატეგია. იგი სწრაფად ზრდის ცნობადობას, მაგრამ ეფექტს რეალურად დაბალი ფასებით ახდენს და არა კრეატიული კონტენტით. თუმცა გათვლაც ესაა.
- Shein – Customer Stories Series
Shein-მა, რომელიც წარსულში ძირითადად მიკროინფლუენსერებზე იყო დამოკიდებული, დაიწყო რეალური მომხმარებლების ისტორიებზე დაფუძნებული კამპანია.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:
- ზრდის ნდობას;
- აძლიერებს ავთენტურობას;
- აქცენტს მომხმარებლის ხმაზე აკეთებს.
ეს სტრატეგიული სვლა აჩვენებს, როგორ შეიძლება ბრენდმა შეცვალოს ნარატივი და ფასზე დაფუძნებული იმიჯიდან გადავიდეს ნდობაზე დაფუძნებულ კომუნიკაციაზე.
eCommerce კამპანიების წარმატება მხოლოდ ფასდაკლებაზე ან რეკლამის ბიუჯეტზე არ არის დამოკიდებული. ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითები ცხადყოფს, რომ ეფექტური კამპანია შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა მიმართულებით, როგორი მაგალითებიც ზემოთ უკვე განვიხილეთ.
დღეს ყველაზე ძლიერი ბრენდები აერთიანებენ მოკლევადიან კონვერსიასა და გრძელვადიან ბრენდინგს. საჭირო დროს ისინი ფასდაკლებასაც იყენებენ, მაგრამ პარალელურად, აშენებენ ნდობას, ემოციასა და საზოგადოებას საკუთარი ბრენდის გარშემო. სწორედ ეს ბალანსი განსაზღვრავს, ვინ შეძლებს უდიდესი კონკურენციის პირობებში არა მხოლოდ პროდუქტის გაყიდვას, არამედ ბრენდის მდგრად ზრდასაც.