"ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე, მიიჩნევს, რომ ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და საქართველომ ამას სწორი სეგმენტაციით უნდა მიაღწიოს", - ამის შესახებ სერჯო გერეირომ სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმზე, საქართველოს აზიელ ტურისტებზე გადაწყობის კონტექსტში ისაუბრა.
"თუ დანიშნულების ადგილის განვითარება დიდი ხნის განმავლობაში გსურთ, ბაზრების დივერსიფიკაცია გადამწყვეტია. ასე რომ, თქვენ მიზანში უნდა ამოიღოთ სწორი მომხმარებლები და სწორი სეგმენტები, როგორიც არ უნდა იყვნენ ისინი; ბაზრების დივერსიფიკაციის გაფართოება არის გასაღები გარანტიისთვის და იმისთვის, რომ შეძლოთ და გაუძლოთ არასტაბილურ პერიოდებს, რომლებშიც დროდადრო ვცხოვრობთ", - განაცხადა OECD-ის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ტურიზმის გამოწვევებზე საუბრისას, გერეირომ პირდაპირი ფრენების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაკავშირებადობის გაზრდა ქვეყანას კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებს.
"წინა პანელზე მოვისმინე, რომ დაკავშირებადობა (ფრენები) პრობლემაა. რაც შემიძლია ვთქვა ჩვენი გამოცდილებიდან, არის ის, რომ დაკავშირებადობა ტურისტული სტრატეგიის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. თუ გსურთ გაზრდა, უნდა უზრუნველყოთ ფრენები თქვენს ყველაზე სასურველ მიმართულებებთან და ეს არის კონკურენტუნარიანობის აქტივი", - ამბობს ის.
კითხვაზე, რა მთავარი გამოწვევები არსებობს საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორში, რასაც უცხოელი ინვესტორები აწყდებიან და რა იქნება საინვესტიციო ფორუმზე სასაუბრო მთავარი საკითხი, სერჯო გერეირო აღნიშნავს, რომ მთავარი ტურიზმის სტრატეგიისა და სწორი პოლიტიკის განსაზღვრაა.
OECD-ის წარმომადგენელმა საქართველოში ხელმისაწვდომი დასარჩენი ადგილებისა და ტურისტების თანაფარდობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ჭარბი მიწოდების საპასუხოდ, მოთხოვნის გაზრდა უნდა იყოს პრიორიტეტი.
"ვფიქრობ, ყველაფერი პირველ ნაბიჯს უკავშირდება - ეს არის ტურიზმის ყოვლისმომცველი სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც გააერთიანებს მთელ ეკოსისტემას, რაც განაპირობებს ინდუსტრიის მომავლის საერთო სურვილს და ამ სტრატეგიაში ეკოსისტემის ყველა წევრს დააკავშირებს. რაც შეეხება ბარიერებს... ეს არის, პირველ რიგში, პოლიტიკის თანმიმდევრულობა; სწორი ინვესტორების ყოლა, რომლებსაც შემოაქვთ სწორი პროდუქტი, რათა აშენდეს თანმიმდევრული სტრატეგია მომავლისთვის.
რაც შეეხება სასტუმროების, მე ზუსტად არ ვიცი საქართველოს კონტექსტი, მაგრამ რასაც ვიტყოდი, არის ეს: არსებობს მიწოდების შექმნის როლი, რათა დანიშნულების ადგილი მიმზიდველი გახდეს, მაგრამ ამავე დროს, თქვენ უნდა იმუშაოთ პოპულარიზაციაზე, რათა მოიზიდოთ სწორი მოთხოვნა, ინვესტორების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", - განაცხადა სერჯო გერეირომ.